ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

19 დეკემბერი 2017, 00:00 1833 ნახვა

დღეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხირკვიას მორიგი სასამართლო პროცესია. სასამართლო დაცვის მხარის, კერძოდ ირაკლი ჩხვირკიას ბოლო  მოწმეს მოუსმენს.  დაიკითხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე.

წინა სხდომებზე უკვე დაიკითხა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატების მოწმეები და ასევე ბრალდებული. ირაკლი ჩხვირკიამ წინა სხდომაზე ადვოკატების მომსახურებაზე უარი განაცხადა და მოსამართლეს მათი აცილების თხოვნით მიმართა, რაც დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა.

ჩხვირკიამ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდობლობით ახსნა. დღედ დასრულდება საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი.

შემდგომ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. რის შემდეგაც 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ ორივე პირზე განაჩენი გამოცხადდება.

ამავე კატეგორიაში