დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

19 დეკემბერი 2017, 00:00 4303 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მოწმობები დაამზადეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში