დაჭრილი მოზარდი სავარაუდოდ ინტერნეტ თამაშებს თამაშობდა

19 დეკემბერი 2017, 00:00 11138 ნახვა

დაჭრილი ახალგაზრდას ბიძია ყვება, რომ მისი ძმისშვილი ერთ-ერთ ინტერნეტ თამაშს, სავარაუდოდ კი ''ლურჯ ვეშაპს'' თამაშობდა. ოჯახის წევრებმა მას ხელზე დაზიანებებიც შენიშნეს, თუმცა არასრულწლოვანმა მაშინ ახლობლებს განუცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და სერიოზული არაფერი ხდებოდა.

თუმცა რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საშიში ინტერნეტ თამაში საქართველოში არ ფიქსირდებოდა. 

ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორიც ადასტურებს, რომ მოზარდი ინტერნეტ თამაშებს თამაშობდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე თვის წინ არასრულწლოვანს სხეულზე ნაკაწრებიც შენიშნეს. ამის შესახებ კი პოლიციას აცნობეს. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, ინფორმაციას ფლობდა ასევე აჭარის განათლების სამინისტროც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საკითხს არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

არასრულწლოვანი სასწავლო დაწესებულებაში ორი თვეა აღარ დადის. ის განცხადების საფუძველზე სკოლიდან გაიყვანეს. დირექტორი ამბობს, რომ დაჭრილ ახალგაზრდას მამა, მასთან ერთად მშენებლობაზე  ამუშავებდა.

17 წლის ბიჭი დღეს საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს.

ექიმების თქმით,  "ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აქვს, მას ყბის არეში  5 მასრა ჰქონდა" . 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში