''მოსწავლის უჩვეულო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გვქონდა'' - განათლების სამინისტრო

19 დეკემბერი 2017, 00:00 4577 ნახვა

''ხელვაჩაურის საჯარო სკოლიდან მოსწავლის უჩვეულო ქმედების შესახებ განცხადება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ შემოვიდა'' - აცხადებენ უწყების წარმომადგენლები.  მათი განმარტებით,  სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ფაქტის შესახებ ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოსაც აცნობა. მოსწავლის მდგომარეობის შესწავლაში კი ფსიქოლოგები ჩაერთნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო წლის  დასაწყისში  სკოლიდან მოსწავლე მშობლის განცხადების საფუძველზე  გაიყვანეს.  

დაჭრილი მოზარდის ბიძია ამბობს, რომ მისი ძმისშვილი ერთ-ერთ ინტერნეტ თამაშს, სავარაუდოდ კი ''ლურჯ ვეშაპს'' თამაშობდა. იგივეს აცხადებს ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი. შუშანა კონცელიძე ამბობს, რომ მოსწავლეს ხელზე დაზიანებებიც შეამჩნია. 

არასრულწლოვანი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს. 17 წლის ბიჭს  ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე კატეგორიაში