არგენტინაში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს

19 დეკემბერი 2017, 00:00 1974 ნახვა

არგენტინაში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს. ბუენოს აირესში ქუჩის აქციების დროს პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ტელეარხ ,,ტიენ"-ის ინფორმაციით, დესტაბილიზაციის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წესრიგის დამცველებმა 60-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტში განიხილავენ, პენსიის კალკულაციის ფორმულის ცვლილებას გულისხმობს. არგენტინის პრეზიდენტი პირობას სდებს, რომ საპენსიო რეფორმა საბიუჯეტო დეფიციტის პრობლემას მოაგვარებს და ბიზნეს ხარჯების გაზრდით ინვესტირების სტიმულირებას მოახდენს.

ამავე კატეგორიაში