თევზსაშენი მეურნეობის განვითარების სტრატეგი

20 დეკემბერი 2017, 00:00 2684 ნახვა

ლაბორატორიის არ არსებობა,  სპეციალისტების კვალიფიკაცია, საკვები და ლიფსიტები – ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელიც კვლევის მიხედვით, რეგიონში  მეთევზეობას აფერხებს.  თევზსაშენი  მეურნეობის სტრატეგიაზე “ორგანული აქვა კულტურის განვითარების ასოციაცია ფორენჯი” 4 თვე მუშაობდა.  

სტრატეგიის მომზადება  ასოციაციას   სოფლის  მეურნეობის  სამინისტრომ  დაუკვეთა,  უწყებაში  ამბობენ რომ კვლევის  მიზანი   თევზსაშენი  მეურნეობის  პრობლემების იდენტიფიცირება და სამომავლოდ  მათ გამოსწორებაზე  მუშაობაა.  სტრატეგია ნაწილობრივ 2018 წლის ბიუჯეტში აისახება, გარდა ამისა სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში