ქობულეთში დაკარგულ მოზარდს 13 დღეა ეძებენ

20 დეკემბერი 2017, 00:00 6465 ნახვა

მეცამეტე დღეა ეძებენ ქობულეთში დაკარგულ ახალგაზრდას. ოჯახი შსს-ს დროულ და ეფექტურ გამოძიებას თხოვს. დაკარგულის და აცხადებს რომ მისი ძმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე  სახლში ფიზიკური დაზიანებებით დაბრუნდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ახალგაზრდა ძალადობის მსხვერპლი იყო და სწორედ ამას უკავშირდება მისი დაკარგვა, ამიტომ  შსს-ს მიმართავს გამოძიება ამ კუთხით დაიწყოს. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველები ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობენ.

ამავე კატეგორიაში