ბავშვზე ზრუნვა – სოციალური სააგენტოს მუშაობა

20 დეკემბერი 2017, 00:00 3378 ნახვა

ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევამდე, ანუ 17 წლის მოზარდის დაზიანებამდე, არასრულწლოვანი მშობელმა სკოლიდან გაიყვანა – მიუხედავად ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთვის ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას უნდა ეცნობებინა, თუმცა არ შეუტყობინებია.

ზოგადად სამინისტროსა და სააგენტოს შორის კოორდინაციის პრობლემაზე საუბრობს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი თემურ ქარცივაძე. ასევე მწირ რესურსზე ამახვილებს ყურადღებას. სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ბავშვთა ძალადობის პრევენცია, მოზარდებთან  მუშაობა და მათი უფლებების დაცვაა, თუმცა სოციალურ მუშაკებს, ამ მიმართულების გარდა, სხვა მრავალი სფერო აბარიათ.

სისტემურ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას “ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში.” რეგიონული ხელმძღვანელი მოწყვლადი ჯგუფების სიმრავლეზე და სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტიან მუშაობაზე საუბრობს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში