11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული პირების საქმის განხილვა გრძელდება

21 დეკემბერი 2017, 00:00 3152 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული პირების საქმის განხილვა გრძელდება. მოწმის სახით დღეს ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია იკითხება. როგორც ის სასამართლოსთთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, მოვლენების შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა ბათუმში ჩამოსვლა. როგორც ყვება  ქალაქში ღამის 4 საათსა და 15 წუთზე ჩამოვიდა.

საპატრულო პოლიციის შენობასთან დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აქციის მონაწილეების დასამშვიდებლად თავი ვალდებულად ჩათვალა რომ განცხადება გაეკეთებინა. ბრალდებული არ უარყოფს, რომ ინტერვიუს შემდეგ ნაციონალური მოძრაობისგან საყვედური მიიღო, თუმცა ამბობს რომ ამით დანაშაული არ ჩაუდენია.

ირაკლი ჩხვირკიას დაკითხვით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი დასრულდება. 26-27-28 დეკემბერს მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. რის შემდეგაც საქალაქო სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში