სპორტი მთავარში

21 დეკემბერი 2017, 00:00 2452 ნახვა

ხელბურთში აჭარის ჩემპიონატი დასრულდა. გათამაშებაში რეგიონის 14 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკის გოგონებსა  და ვაჟებს შორის გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად აჭარის ხელბურთის ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება. საუკეთესო სპორტსმენები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები თასებით სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

ბრიტანული გამოცემა "სანი": საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას უწინასწარმეტყველებს. გამოცემის ინფორმაციით 25 წლის მცველის გადაბირებით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” და “ლესტერი” არიან დაინტერესებული. კვირკველიას კონტრაქტი “ლოკომოტივთან” 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ის რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად აღიარეს და პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ქართველი მცველის ნისლიან ალბიონზე გადაბარგების შესახებ ბრიტანული პრესა გასულ ზაფხულშიც აქტიურად წერდა. როგორც სანის სტატიაშია აღნიშნული ვესტ ბრომვიჩის მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ ქართველ მცველს ჯონი ევანსის შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით იანვარში მანჩესტერს მიაშურებს. 

მრავალჟამიერი, სვანური ფერხული და ამერიკისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები ორაკლ არენაზე. დღეს გამთენიისას, ენბიეს მორიგი მატჩი გამართა ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტ ვორიორსმა. როგორც დაანონსებული იყო მატჩის დაწყებამდე ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ადგილზე მისულ გულშემატკივარს ზაზა ფაჩულიას ბაბლ ჰედები გადაეცათ. თავად ქართველი კალათბურთელი კი პარკეტზე სათამაშოდ მცირე ტრამვის გამო არ გასულა. მის გარეშე მეომრებმა მემფის გრიზლი ანგარიშით 97:84 დაამარცხეს.  

ამავე კატეგორიაში