საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პრეზიდენტთან

21 დეკემბერი 2017, 00:00 2927 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. მთავარი განსახილველი თემა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები იყო. ის ცვლილებები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც გარკვეული უფლებები მიენიჭება
მაუწყებელს, რეკლამის, შესყიდვების, სტრატ-აპების დაფინანსების ნაწილში.

 ასევე ცვლილება შედის მენეჯმენტისა და ბორდის უფლებამოსილებებში. ეს პროექტი მედიაექსპერტებმა, მესამე სექტორმა, სხვადასხვა კომერციული მედია-საშუალების წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ისინი შესაძლო კორუფციულ რისკებზე, საფრთხეებზე საუბრობენ და პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში