მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება მიღებულია

22 დეკემბერი 2017, 00:00 2858 ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაწუნებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი, მეორე კენჭისყრისგან განსხვავებით მხარდამჭერი დეპუტატების რაოდენობა ამჯერად შემცირებული იყო, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები მიეღო. 63 მომხრე – 3 წინააღმდეგი.

პროექტს მხარს არ უჭერს დარგობრივი კომიტეტი. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, სწორედ საზოგადოებრივი არხის იდეის დარღვევად აფასებენ მიღებულ ცვლილებებს მესამე სექტორსა და კომერციულ მედიასაშუალებებში.

ხედავენ კორუფციის საფრთხეს. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა – რას იზამს გიორგი მარგველაშვილი? გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას – ამას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გავიგებთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში