გონიოელები სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ

23 დეკემბერი 2017, 00:00 2281 ნახვა

სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვს მოსახლეობა გონიოში. ანდრია პირველწოდებულის პირველ შესახვევში მცხოვრებლების  განცხადებით, წვიმის წყალს გასასვლელი არა აქვს,რასაც მთიდან ჩამოსული წყალიც ემატება. მოსახლეობის თქმით მერიამ ქუჩის მოპირკეთება დაიწყო , მაგრამ სამუშაოები მიატოვა. ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ გონიოში 17 ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ანდრია პირველწოდებულის პირველ შესახვევს, იმის გამო, რომ სანიაღვრე არხის გასასვლელის მარშრუტის პოვნა ვერ მოხერხდა, საჭირო გახდა ახალი, სპეციალური პროექტის შემუშავება, და გონიოს ქუჩების კეთილმოწყობა 2018 წლის აგვისტომდე დასრულდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში