ავტოავარიისას დაშავებული 8 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

23 დეკემბერი 2017, 00:00 6641 ნახვა

კრიტიკულად მძიმეა ბობოყვათში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 8 წლის მოზარდი ქუთაისში, ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. მოზარდს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად დაშავებული ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა. იგი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში