ბათუმში თამარის დასახლებაში ინციდენტის შედეგად მამა-შვილია დაჭრილი

23 დეკემბერი 2017, 00:00 12855 ნახვა

ბათუმში თამარის დასახლებაში, დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი ინციდენტისას მამა - შვილი დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქმე 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში