სამართალდამცველებმა მამა - შვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

24 დეკემბერი 2017, 00:00 4540 ნახვა

თამარის დასახლებაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე დამნაშავე უკვე დაკავებულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავე ცოტა ხნის წინ აიყვანეს. დაჭრილი მამა- შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ,  მომხდარიდან რამდენიმე წუთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. პაციენტებს  გულმკერდის, მუცლისა და ბარძაყების მიდამოებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი მიმართულების ხელმძღვანელის , რუსუდან ქამადაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო. მთავარი ცდილობს გაარკვიოს თუ როგორია მათი მდგომარეობა დღეს, თუმცა  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 117-ე მუხლით აღძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 9 დან 13 წლამდე ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში