მზადება ხეების გადასატანად

24 დეკემბერი 2017, 00:00 2894 ნახვა

სოფელ ზენითიდან ხეებს გასატანად ამზადებენ. როგორც მოსახლეობა ამბობს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს სავარაუდოდ 10-მდე ხე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან გააქვს. ქობულეთის მერმა მთავართან სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა,თუმცა აღნიშნა ,რომ ტერიტორია მუნიციპალური საკუთრება არ არის.

მირიან ქათამაძის თქმით  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მერიას მხოლოდ მოსაზრების დაფიქსირება თხოვა რაზეც მერიამ უპასუხა რომ აღნიშნული ტერიტორიიდან ხეების გატანა ხელს არაფერს უშლის. რამდენ ხეზეა საუბარი მირიან ქათამაძემ არ დააკონკრეტა.

ამავე კატეგორიაში