ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ აინთება

24 დეკემბერი 2017, 00:00 2411 ნახვა

ევროპის მოედანზე ახალი წლის მთავარ ნაძვის ხეს ხვალ 21 საათზე აანთებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით გასართობი პროგრამები 2 იანვრამდე გაგრძელდება. დაგეგმილია პერფორმანსების, საცირკო და ცეცხლოვანი შოუების მოწყობა, ასევე ხვალიდან 31 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე ბათუმური ბენდები დაუკრავენ. ახალი წლის ღამეს კი მთავარი კონცერტი ბათუმელი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებებისთვის სულ 258 ათასი ლარი დაიხარჯება. ბენდებისთვის კი 30 ათას ლარია გათვალისწინებული. 2 იანვარს ახალი წლის მთავარ ლოკაციაზე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე ჯგუფი  “გამოუვალი მდგომარეობა” წარსდგება.

ამავე კატეგორიაში