შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს

25 დეკემბერი 2017, 00:00 3261 ნახვა

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა, შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს.  

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას,  სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  კანონის შესაბამისად,  მეწარმის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი უნდა გაფორმებულიყო, რომელიც 10 ათასი ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

ბრალდებულებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში