4 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით

25 დეკემბერი 2017, 00:00 3367 ნახვა

ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით არსებობის ოთხ წელს ვითვლით. 30 წლიანი ისტორიის მქონე აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლის ქოლგის ქვეშ 2013 წელს მოექცა.

მედია ორგანიზაციას აქვს ორი პლატფორმა - ტელევიზია და რადიო აჭარა, რომელიც 1918 წლიდან ფუნქციონირებს. მაუწყებლის მთავრი ორიენტირი საზოგადოება და აქედან მოდის სლოგანი - ვმუშაობთ საზოგადოებისთვის. ოთხწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით აჭარის ტელევიზიისა და რადიო არის მედია საშუალება, რომელიც საზოგადოებას მუშაობა ობიექტურ და დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის.

მაუწყებლის ხელმძღვანელის შეფასებით ტელევიზიამ შეძლო შეექმნა სტანდარტი მთავარი ღირებულებით – ადამიანი და მისი საჭიროებები.

ამავე კატეგორიაში