ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმე

25 დეკემბერი 2017, 00:00 2036 ნახვა

კალათბურთის ე.წ  „ჩაწყობილი თამაშების საქმეზე“  ადვოკატები ბრალდებულების პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თემურ დათიკაშვილისა და ვაჟა კვარაცხელიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არგუმენტი არ ჰქონდა, ამიტომ სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვს.

იმავეს გეგმავს დაკავებული ზაზა მაჩავაძეც, ე.წ „ჩაწყობილი თამაშების’ საქმეზე დავით და ირაკლი ბერიაშვილები 5 ათას -5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულებს კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი მსაჯებმა და მწვრთნელებმა სამი მატჩის კონკრეტული შედეგით დასრულების სანაცვლოდ ჯამში 36 ათასი ლარი აიღეს.

ამავე კატეგორიაში