სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

25 დეკემბერი 2017, 00:00 3993 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, სამართალდამცველებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. 

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13,005.229 ლარი შეადგინა. 

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

ამავე კატეგორიაში