ვიეტნამში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

25 დეკემბერი 2017, 00:00 3639 ნახვა

ვიეტნამის ხელისუფლებამ ქარიშხალი „ტემბინის“ მიახლოების გამო, დაახლოებით 650 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქარიშხალმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიას მიაღწია. ვარაუდობენ, რომ ის ვიეტნამს თავს დღეს საღამოს დაატყდება.

ქარიშხლის სიჩქარე საათში 25 კილომეტრია. ხოლო ქარიშხლის ზონაში - საათში 135 კილომეტრი. გუშინ, ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ნგუენ სუან ფუკმა სამხრეთ პროვინციების ადგილობრივ ხელისუფლებას განკარგულება მისცა მოახლოებული ქარიშხალისთვის მოემზადონ.

ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია ბაკლეუს პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც სახლები 350 ათასმა ადამიანმა დატოვა. ქარიშხალ „ტემბინის“ ფილიპინებზე 200 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე კატეგორიაში