მსოფლიო და რუსეთის პატრიარქების მილოცვა

25 დეკემბერი 2017, 00:00 3062 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა. მისი  მილოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

„მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე, გულითადად მოგილოცავთ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეტმპყრობლად თქვენი არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს.

ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და სიკეთით სავსე”, – აღნიშნულია მილოცვაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილიც  ულოცავს იუბილეს.  "ის, რომ იბერიის წმინდა მიწაზე ოდესღაც წმინდა ნინოს ღვაწლით დანერგილმა ჭეშმარიტი რწმენის მარცვალმა ასეთი უხვი ნაყოფი გამოიღო, თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის პირადი დამსახურებაა.  

როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგძრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი. თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს- ნათქვამია მილოცვაში.

ამავე კატეგორიაში