პატრიარქს დიდი ბრიტანეთის დედაფალი ულოცავს

25 დეკემბერი 2017, 00:00 3602 ნახვა

სრულიად საქართველოს - კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს.


მისალოც წერილში  მონარქი თბილად იხსენებს 2011 წელს ილია მეორის  ლონდონში ვიზიტს და მიესალმება ორ ხალხს შორის მჭიდრო ურთიერთობებს. ელისაბედ მეორე  პატრიარქს  ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს. დიდი ბრიტანეთის  დედოფლის მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში