რომის პაპის მისალოცი წერილი

25 დეკემბერი 2017, 00:00 3162 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წელს ულოცავს. "ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც რჩეული ერი ღმერთმა უდაბნოში ატარა აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღვოდით თქვენს ერს ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა რწმენა უფლისა საქართველოს ოდითგანვე ღვთითკურთხეულ და ურიცხვ წამებულთა სისხლით გაჯერებულს, ათას ჭირვარამგამოვლილ ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.

ძვირფასო ძმაო, გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვისაც, რომ მომმადლა წყალობა პირადად გამეცანით– ნათქვამია რომის პაპის წერილში.

ამავე კატეგორიაში