‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოკლეს

25 დეკემბერი 2017, 00:00 2801 ნახვა

მესტიაში საკრებულოს წევრი, ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უწყების წარმომადგენელთა ცნობით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

‘’წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა’’ - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში