ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება

26 დეკემბერი 2017, 00:00 4509 ნახვა

რეორგანიზაციის შესახებ ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. კომახიძის ამბობს, რომ ითვალისწინებს ოპოზიციის შენიშვნებს და მუშაობს  მერიის სტრუქტურული უფლებამოვალეობების გაწერასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე. 

""ნაციონალური მოძრაობიდან" კოლეგების შენიშვნები ვიცი  ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ასევე ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების ხარჯებისა და მერიის ცალკეული სტრუქტურების, აიპების და ა.შ. ფუნქციების შესახებ.  მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვმუშაობთ ცალკეული სამსახურების დებულების, უფლებამოვალეობისა და სტრუქტირული ერთეულების ფუნქციების გადახედვასა და გაწერაზე. უწყებები უნდა მოერგონ ახალ რეალობას, ახალ რეალობაში ვგულისხმობ ქალაქის სტრატეგიას, რომელიც შემუშავება დასრულების ეტაპზეა. ჩვენ პირველად დავდებთ ბათუმის ისტორიაში გრძელვადიან, გამართულ, 4 წლიან სამუშაო სტრატეგიას ყველა მიმართულებით. მის შესრულებას კი სჭირდება გამართული ფუნქციების მქონე მუნიციპალური სამსახურები და კვალიფიკაცია" - განაცხადა ბათუმის მერმა. 

ლაშა კომახიძის თქმით, ქალაქის განვითარების 4 წლიან სტრატეგიაში გაწერილი საჭიროებები 2018 წლის ბიუჯეტში არ ასახულა. "13 ნოემბერს შევუდექი მუშაობას ახალი გეგმებით, ეს დრო არაა საკმარისი, რომ მოგვესწრო გეგმის შემუშავება და ასახვა არსებულ ბიუჯეტში, თუმცა აუცილებლად გამოვიყენებთ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების უფლებას, რომელშიც  ასახული იქნება მერიაში ადმინისტრაციული კუთხით დაგეგმილ ცვლილები" - განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

 

 

ამავე კატეგორიაში