დუისში უხუცესთა საბჭო შეიკრიბება

27 დეკემბერი 2017, 00:00 2518 ნახვა

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, დღეს სოფელ დუისის კულტურის სახლთან უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები და სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის დაჭრას და 5 ადგილობრივის დაკავების შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.

მათი შეფასებით, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსნებთ, სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

ამავე კატეგორიაში