სახალხო დამცველის პროკურატურას მიმართავს

27 დეკემბერი 2017, 00:00 2437 ნახვა

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმე ოპერატიულად გამოიძიოს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაჭრილის ოჯახის წევრებს თელავის საავადმყოფოში ესაუბრა, რომელბმაც განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა დაჭრილს საძინებელ ოთახში შესვლისთანავე, მძინარეს ესროლეს. ოჯახის წევრთა თქმით, ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდა.

ამავე კატეგორიაში