ირაკლი ჩხვირკიას დასკვნითი სიტყვა

27 დეკემბერი 2017, 00:00 2456 ნახვა

11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ წუთებში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ადვოკატების გარეშე იცავს საკუთარ ინტერესებს, დასკვნით სიტყვას ამბობს.  

მას ამისთვის რამდენიმე საათი აქვს. დაცვის მხარე ისარგებლებს ხვალაც დასკვნითი სიტყვით. გუშინ კი  სამი საათი აცნობდა მტკიცებულებებს  ბრალდების მხარე სასამართლოს.  

შეგახსენებთ, ორივე დაკავებულს ბრალი 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც გულისხმობს - ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას. ღოღობერიძე-ჩხირკია 23 აპრილს დააკავეს. ამიტომ მოსამართლემ განაჩენს სავარაუდოდ, იანვარში გამოიტანს. 

ამავე კატეგორიაში