საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 187 მსჯავრდებული შეიწყალა

27 დეკემბერი 2017, 00:00 2986 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა.  შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად სასჯელაღსრულების დაწესებულებას 123 პატიმარი დღესვე დატოვებს, ხოლო 64  სასჯელის ვადა შეუმცირდა. ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებულებს შორის 12 ქალი და 3  არასრულწლოვანია.

‘’64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან როგორც ვადიანი, ისე უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ოდენობით. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო’’ - განაცხადა ქორიძემ.

კომისიის წევრებმა სულ 1182 მსჯავრდებულის საქმე განიხილეს.

ამავე კატეგორიაში