6 წლით შეწყვეტილი სწავლა - 23 წლის გოგო საატესტატო გამოცდებისთვის ემზადება

27 დეკემბერი 2017, 00:00 5175 ნახვა

ზუსტად ერთი წელია, რაც 18 წლამდე მიუღწეველი პირებისთვის ქორწინება სრულადაა აკრძალული. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის მოზარდთან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამ რეგულაციას კიდევ ერთხელ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მიუხედავად შემთხვევების შემცირებისა, სრულად მაინც არაა აღკვეთილი. აღსანიშნავია, რომ სავალალო ფაქტების გათვალისწინებით, ადრეულ ქორწინებას უფლებადამცველები წლებია ძალადობად მიიჩნევენ.

საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით 2015 წელთან შედარებით, რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2016-ში მკვეთრადაა შემცირებული, რაც საკანონმდებლო რეგულაციის შედეგია.
 

საუბარია მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებებზე და არა ფიქტიურზე. ამავე წლების მონაცემებით სწავლა, ქორწინების გამო მიატოვა, 13-დან 17 წლამდე ასაკის 523-მა მოზარდმა.

მსგავსი შემთხვევები აქტიურად გვხვდება მაღალმთიან აჭარაში. სწავლა მიატოვა და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ჯენი კვანტალიანის სიუჟეტის გმირი, ჯენი მოგვიყვება 23 წლის გოგოს შესახებ, რომელიც ოჯახის თანხმობით, როგორც ამას თავად გვიყვება, 16 წლის ასაკში დააქორწინეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში