დასავლეთ ევროპაში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს

28 დეკემბერი 2017, 00:00 6418 ნახვა

დასავლეთ ევროპაში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში, სოფელ გარეტყეში ცხოვრობს.

 95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეები 77 წელია ერთად ცხოვრობენ.

წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა. მათ 162 შთამომავალი ჰყავთ: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. 

მიმდინარე წელს  გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

ამავე კატეგორიაში