მწერლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

28 დეკემბერი 2017, 00:00 1792 ნახვა

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს. საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო საქმის განხილვას დღესვე, რამდენიმე წუთში, 18:30 წუთზე დაიწყებს.  

განცხადების თანახმად მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი: სიზუსტე და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. შეგახსენებთ, სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.

განცხადების მიხედვით, მაუწყებელმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ამავე კატეგორიაში