წლის ყველაზე ''დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის'' ჯილდო აჭარის ტელევიზიას გადაეცა

29 დეკემბერი 2017, 00:00 3086 ნახვა

წლის ყველაზე „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის„ ჯილდო აჭარის ტელევიზიას გადაეცა. ” 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძება “ახალგაზრდა ადვოკატებმა” გამართეს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები  სხვადასხვა  ნომინაციაში დააჯილდოვეს.

წლის საუკეთესო მომსახურებისთვის კი ჯილდო გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“-ს გადაეცა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, დაჯილდოვების მიზანია იმ ორგანიზაციების წახალისება, რომლებმაც წლის განმავლობაში მათთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოების მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

ამავე კატეგორიაში