დედამიწის მოსახლეობა 1 იანვარს 7 444 443 881 ადამიანს მიაღწევს

29 დეკემბერი 2017, 00:00 3299 ნახვა

დედამიწის მოსახლეობის რიცხვი პირველ  იანვარს 7 მილიარდ 444 მილიონ 443  ათას 881 ადამიანს მიაღწევს. ასეთი პროგნოზი აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს.  


მათი განცხადებით, 2017 წლის პირველ იანვართან შედარებით დედამიწის მოსახლეობა 78,5 მილიონით გაიზრდება, მატება 1,07%-ს შეადგენს. ბიუროს მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს მსოფლიოში 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. 

ამავე კატეგორიაში