ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება

29 დეკემბერი 2017, 00:00 2032 ნახვა

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. რომლის მიხედვითაც,  საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა და ვებსაიტის რედაქტორმა ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი ჩანს. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლებმა შეიტანეს.

სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამავე კატეგორიაში