ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

29 დეკემბერი 2017, 00:00 2300 ნახვა

ბათუმში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებას დღეიდან, ქალაქის მერია და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

თანამშრომლობას ის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პირველადი და მეორეული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასაც, ასევე მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას, დაავადებათა ადრეული გამოვლენასა და პროფილაქტიკას, ვაქცინოპროფილაქტიკის ხელშეწყობას, და  ცენტრალურ სტრუქტურებთან კოორდინაციას. 

ამავე კატეგორიაში