შეხვედრა სპეციალური ტექნიკის მომწოდებლებთან

29 დეკემბერი 2017, 00:00 2551 ნახვა

აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრები გაიმართა, შპს „მექანიზატორისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები 60-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. გიორგი ხანიშვილის თქმით,  ფინანსთა სამინისტროს მიერ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით თანხები გამოყო, რომელიც გარდა შესაწამლი პრეპარატებისა, შესაბამისი ტექნიკის შეძენას მოხმარდება. 

ამავე კატეგორიაში