1 და 2 იანვარს ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

29 დეკემბერი 2017, 00:00 2941 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1 და 2 იანვარს დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. ამის შესახებ ადმინისტრაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრა.

აქცენტი გაკეთდა 2017 წლის მიღწევებზე, მათ შორის ალპური ბაღის მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ორ ახალ ელექტრომობილის შეძენაზე. წელს ბაღს 300 000 ათასი ვიზიტორი ჰყავდა.

ადმინისტრაცია მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ფორუმზე.  წლის მიწურულს ბაღმა 4 გამორჩეულ თანამშრომელს სპეციალური ჯილდო გადასცა. საჩუქრები და სიგელები გადაეცა ბოტანიკური ბაღის სხვა თანამშრომლებსაც.

ამავე კატეგორიაში