თურქეთში ქართველები დააკავეს

30 დეკემბერი 2017, 00:00 2652 ნახვა

რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეთი“ წერს. უსაფრთხოების დეპარტამენტის რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გააჩერეს.

ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 28 ათას  600 დოლარი, ათასი ევრო, ათას 800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს. საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო ორს პატიმრობა მიესაჯა.

ამავე კატეგორიაში