''აჭარის ტელევიზიის და რადიოს რეიტინგი მზარდია'' - ნატა იმედაიშვილი

30 დეკემბერი 2017, 00:00 2949 ნახვა

''აჭარის ტელევიზიის და რადიოს რეიტინგი მზარდია და არხს ჰყავს მაყურებელი”- ასე პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს გიორგი კოხრეიძეს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია მაყურებელს კარგავს, რაც სამწუხაროა.

ნატა იმედაიშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა მედია ბაზარზე არაერთი ტელევიზიაა და მაყურებლებიც გადანაწილებულია, აჭარის ტელევიზიას ჰყავს მიზნობრივი აუდიტორია და არხი ქმნის მნიშვნელოვან პროდუქტს. რაც შეეხება ბიუჯეტს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლების განცხადებით 4 წლის გამავლობაში ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით არაერთი დოკუმენტი გაიგზავნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, თუმცა აჭარის მაუწყებლის ბიუჯეტი არ გაზრდილა. არხის ბიუჯეტი უცვლელი რჩება 2018 წელსაც და ის 8 მილიონს შეადგენს. მაშინ როდესაც არხს მოძრავი სატელევიზიო სადგურისთვის, ეიჩდი ხარისხზე გადასვლისა და ახალი შენობისთვის, დამატებით 1 მილიონი ესაჭიროება.

ამავე კატეგორიაში