მილოცვა  ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს

01 იანვარი 2018, 00:00 2358 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს მიულოცა. გიორგი მარგველაშვილს ცენტრის დირექტორმა ბენეფიციარების პრობლემები გააცნო. ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ფინანსურად დაეხმარება.

პროექტი, რომელიც გერმანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის და ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დღეს დაფინანსების წყაროებს ეძებს და საქმიანობის გაგრძელებას თვითდაფინანსებით ცდილობს. თავშესაფარი ხანდაზმულებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. მათ შორის, 24 საათიან მომსახურებას, დღის ცენტრისა და შინმოვლის მომსახურებას.

ამავე კატეგორიაში