წელს აჭარაში 10 ახალი სკოლის აშენება იგეგმება

02 იანვარი 2018, 00:00 4816 ნახვა

 აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, უცხოეთში  სწავლებისთვის საჭირო დაფინანსების  პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა. მისივე განცხადებით, ყველა დაწყებული პროგრამა, რომლებიც უწყებამ დაგეგმა გაგრძელდება. კერძოდ, დაგეგმილია ზოგადი განათლების საფეხურზე,  საზაფხულო სკოლების დაფინანსება, ასევე  10 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა  და უკვე დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რემონტის დასრულება.

ინგა შამილიშვილის განცხადებით, სპორტის განვითარების მიზნით სკოლებში გაკეთდება სპორტდარბაზები და უკვე არსებული დარბაზები  გარემონტდება. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი  წელს დასრულდება ხელოვნების უნივერსიტეტის რემონტი და ტექნიკური აღჭურვა. 

ამავე კატეგორიაში