სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა

02 იანვარი 2018, 00:00 3145 ნახვა

ახალი წლიდან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და ასევე, სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის წესი ამოქმედდა. 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაა. გაიხსნება გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი.

ცვლილების მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს. სასამართლოს უფლება ეძლევა შინა პატიმრობა გამოიყენოს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით.

ამავე კატეგორიაში