ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება

02 იანვარი 2018, 00:00 2818 ნახვა

ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება.  2018 წლის 1-ელი ივლისიდან ტექინსპექტირებას ის ავტომობილები გაივლიან, რომლებიც კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არიან, 1-ელი ოქტომბრიდან კი ტექდათვალიერება იმ მსუბუქ ავტომობილებზე ამოქმედდება, რომლის ძრავის მოცულობა 3 კუბური მეტრი ან მეტია. ტექინსპექტირების ფასი მსუბუქი და მისაბმელიანი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება.

თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრება. საპატრულო ეკიპაჟს მიეცემა წვდომა ელექტრონულ პროგრამაზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის შეყვანის საშუალებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

ამავე კატეგორიაში