მარკირების გარეშე სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლა აიკრძალა

03 იანვარი 2018, 00:00 2326 ნახვა

ახალი რეგულაცია შევიდა 1 იანვრიდან ძალაში საქონლის ხორცთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი ოფიციალურ სასაკლაოებზე საქონელი მხოლოდ დამატებითი შემოწმების გავლის შემდეგ მოხვდება, შესაბამისად, მხოლოდ ე.წ. ორბირკიანი საქონლის ხორცი შევა ბაზარზე.

სასურსათო ობიექტების დახლებზე, ჯერ-ჯერობით ახალი წესით შემოწმებული საქონლის ხორცი არ გასულა. შესაბამისი შემოწმების შემდეგ სანიშნეების გაცემა და კონტროლი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა.

ამავე კატეგორიაში