ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო 48 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

04 იანვარი 2018, 00:00 3571 ნახვა

ახალი წლის დღეებში, ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, 48 მოქალაქეს მედიკოსების  დახმარება დასჭირდა, ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომით 12, ხოლო ალკოჰოლური მოწამვლის მიზეზით 36 გამოძახება დაფიქსირდა. საუბარია 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდზე.

ცენტრის თანამშრომლების თქმით, მსგავსი ტიპის გამოძახებებზე მედიკოსთა ბრიგადები გუშინაც გავიდნენ, თუმცა შეტყობინებების ზუსტი სტატისტიკა ამ ეტაპზე უცნობია.

ექიმების განმარტებით, კვებითი და ალკოჰოლური მოწამვლის მძიმე შემთხვევებს ბათუმში ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული მიზეზით კი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 250 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში