ევროპასა და აშშ-ში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

04 იანვარი 2018, 00:00 2387 ნახვა

შვეიცარიაში ძლიერი ქარის შედეგად მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავარდა. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ავარია ლენკთან ახლოს მოხდა. ქარიშხლის გამო აქ გზებიც დაიკეტა და  ფრენები გადაიდო.

ჩრდილოეთ ევროპაზე თავსდამტყდარმა შტორმმა ,,ელეანორმა" სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეფერხდა ავიამიმოსვლა.
 

ქარიშხალმა პარიზში ეიფელის კოშკის დაკეტვა განაპირობა. ბელგიაში განგაშის ნარინჯისფერი დონე ამოქმედდა. ბრიტანეთში ათასობით ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეერთებულ შტატებში კი რეკორდული ყინვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა უსახლკაროა. ჰაერის ტემპერატურა ამერიკის ტერიტორიაზე მინუს 14 გრადუსამდე დაეცა.

ზოგიერთ შტატში კი მინუს 20 გრადუსიც დაფიქსირდა. უამინდობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ბოლო 29 წლის განმავლობაში თოვლი მოვიდა ფლორიდაში.  

ამავე კატეგორიაში